ნეიროპათია და მშობიარობა - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა მქონდა მარცხენა ბარძაყის კუნთის ნეიროპათია კუნთის განივ ზოლზე კუნთის მასის ჩავარდნით ღრმულივით იყო. მიოგრაფიის პასუხის მიხედვით კუნთის მონაკვეთში ნერვის გაუმტარობა დაფიქსირდა.მკურნალობის ფონზე კუნთმა ამოიწია. ასევე გავიკეთე მენჯ-ბარძაყის რენტგენი სადაც მენჯის ასიმეტრია გამოჩნდა რაც ფიზიკურად არ მეტყობა არც ვკოჭლობ და რამე შეფერხებას არ მიქმნის.ეხლა ვარ 5 თვის ფეხმძიმე ნაყოფიც საკმაოდ დიდია ზომებით მაინტერესებს ამ დიაგნოზით რამდენად სარისკოა ბუნებრივი მშობიარობა ან სპინალური გაუტკივარების გაკეთება.მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენს მიერ აღნიშნულია ორი პათოლოგიის არსებობა – ნეიროპათიის და მენჯის ძვლების ,რომელთაგან ორივე საყურადღებოა მშობიარობასთან მიმართებაში .
მენჯის ასიმეტრიასთან დაკავშირებით ,პირველ რიგში გინეკოლოგის გადასაწყვეტია როგორი ტიპის მშობიარობაა უკეთესი –ფიზიოლოგიური თუ საკეისრო კვეთით .
თუ გადაწყდება საკეისრო კვეთა და სპინალური ანესთეზია ,ამ შემთხვევაში უკვე ანესთეზიოლოგის მიერ უნდა იქნეს გათვალისწინებული თანმხლები ნეიროპათიის არსებობა და მიიღოს სათანადო ,პრევენციული ზომები .
აქვე აღვნიშნავთ ,რომ საგანგაშო არაფერია და სათანადო , კვალიფიციურ მიდგომათა შემთხვევაში მშობიარობა წარმატებით ჩაივლის .
გირჩევთ მიმართოთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში” სადაც დაგეხმარებიან მშობიარობის დაგეგმვაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკაშირდეთ ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა