მოგესალმებით,
ნევროზი ხშირი სტრესული სიტუაციების, ხანგრძლივი მძიმე განცდებით განპირობებული მდგომარეობაა, რომელიც იწვევს ნერვული სისტემის დასუსტებას, შფოთვას და ვეგეტატიურ დარღვევებს (ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, კუჭის და სხვა ორგანოების მუშაობის მოშლა).
თანამედროვე ცხოვრების რიტმი, ყოველდღიური პრობლემები, უწინარეს ყოვლისა, ჩვენს ნერვულ სისტემაზე აისახება. ეს დაავადებათა ჯგუფია, რომელიც ფსიქიკური ტრავმის შედეგად იჩენს თავს და ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით, ხასიათის ლაბილურობითა და სომატოვეგეტატიურ ცვლილებათა წყებით ვლინდება, ნევროზი კრებითი ტერმინია, რომელიც გამოიყენება მრავალი ფსიქოლოგიური დარღვევის აღსანიშნად.
როდესაც ცნობილია შფოთვითი დარღვევების გამომწვევი მიზეზი და ის მართვადია, შესაძლებელია სრული განკურნება. თუ მიზეზი უცნობია , შფოთვა შეიძლება ცხოვრების ნაწილი გახდეს. ასეთ შემთხვევებში სწორად შერჩეული მკურნალობა შვების და ხშირად სასურველი შედეგის მომტანია.
შფოთვითი დარღვევების მკურნალობა პრეპარატებით, მხოლოდ ექიმის მიერ უნდა იქნეს დანიშნული.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა და სპეცილისტის რეკომენდაციით, დაგენიშნებათ თქვენზე მორგებული მკურნალობის კურსი.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მაქვს საშინელი ნევროზი. უძლურობა, ზოგჯერ უძილობა, ზოგჯერ კარგად მძინავს მაგრამ მაინც, დილით რო ვდგები თითქოს მთელი ღამე ყანაში ვმუშაობდი. დაღლილი, გათიშული, მოთენთილი, თითქოს მეძინება მაგრამ, ვერ ვიძინებ. ისეთი წამალი მინდა რო ენერგია მომცეს და გამომაფხიზლოს
პასუხი: