ოდონტოგენური კისტა - სტომატოლოგია

კითხვა: ვპანიკობ ღრძილზე მაქ კისტები ერთი25 მილიმეტრისაა 3 პატარა.ვერ ვიგებ საიდან და როგორ.მაინტერესებს ვის მივმართო
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ, საუბარი გაქვთ ოდონტოგენურ კისტაზე, რომელიც სტომატოლოგიაში ერთ-ერთი სერიოზული ნოზოლოგიაა. მას წარმოშობის რამდენიმე მიზეზი აქვს.
ცისტა სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნია, რომელიც შედგება გარსისა და შიგთავსისგან, ძირითადი გამომწვევი მიზეზი აღნიშნულ შემთხვევაში ქრონიკულად მიმდინარე პერიოდონტიტის ერთ-ერთი ფორმის შედეგია.
ზუსტი დიაგნოსტირებისა და შემდგომი მკურნალობისათვის, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ყბა-სახის ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეს ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა