ორსულობის პრობლემა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა 9 თვეა გათხოვილი ვარ და ორსულად ჯერ არ დავრჩენილვარ. მინდა გავიგო რა პრობლემა მაქვს და კონსულტაცია რაღირს
პასუხი:

მოგესალმებით,
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, გიპასუხებთ ანალოგიურად.
დაფეხმძიმების ხელისშემშლელი მიზეზი ქალებში ბევრია, მაგალითად: შარდსასქესო ორგანოების თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტები, მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესები, ფალოპის მილების გაუვალობა, ჰიპერპროლაქტინემია, ჰორმონული დისბალანსი, აუტოიმუნური სისტემური დაავადებები, შარდსასქესო სფეროს ინფექციური დაავადებები, ფსიქოსექსუალური დარღვევები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
ასევე გამომწვევი ფაქტორი შესაძლოა იყოს ენდოკრინული პათოლოგიები, ვინაიდან არც ერთი სხვა სფერო ისე არ არის ჰორმონულ ფონზე დამოკიდებული, როგორც შვილოსნობა.
ჩვენი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ უფასო კონსულტაციას გინეკოლოგთან, სადაც შეაფასდება თქვენს მდგომარეობა და დაისახება თქვენი პრობლემის მოგვარების გზები.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33 

გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია სამშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა