ოსტეოართრიტი - ტრავმატოლოგია

კითხვა: მოგესალმეთ,მყავს 67 წლის დედამთილი აწუხებდა მარჯვენა მენჯ ბარძაყის ტკივილი ძლიერი გამაყუჩებელიც არ უყუჩებდა აქვს დიაბეტი მარჯვენა ფეხზე განუვითარდა ტრომბი.დაუდგინეს მეოთხე სტადიის ოსტეოართრიტი,ოპერაცია არ გაუკეთდა.როგორ უნდა მოვიქცეთ ,შეიძლება თუ არა მისი მოძრაობა ხშირად მოძრაობს შემდეგ უფრო ტკივა და უსივდება
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, სიტყვა “ართრიტი” სახსრების ანთებას ნიშნავს. უამრავი ტიპის ართრიტი არსებობს. მათ შორისაა თქვენს მიერ აღნიშნული ოსტეოართრიტიც, რომელსაც სისტემური გამოვლენა არ ახასიათებს. მისი სიმპტომები, ძირითადად სახსართან დაკავშირებული ცვლილებებით შემოიფარგლება.
მთავარი სიმპტომი კი ტკივილია, რომელიც სახსრის მოძრაობასთან ერთად იმატებს, თავად მოძრაობა კი საკმაოდ შეზღუდულია და ხშირად თან ახლავს გამოხატული ხმიანობა.
ამომწურავი პასუხის გასაცემად, საჭიროა ვფლობდეთ ინფორმაციას სახსრების ფიზიკური მონაცემების შესახებ.
ასევე, მნიშვნელობა აქვს სხვა მრავალ ნიუანსს, რომელსაც მიმოწერის რეჟიმში ვერ განვიხილავთ.
შესაბამისად, უმჯობესია მოვიდეს პაციენტი ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც გავეცნობით ჩატარებული გამოკვლევების პასუხებს, მოგაწოდებთ ამომწურავ ინფორმაციას და დაენიშნება აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა