მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ოსტეოპოროზი – ეს არის დაავადება, რომლის დროსაც სახსრები,წელი და სხვადასხვა ნერვი ,მათ შორის საჯდომი ნერვიც ზარალდება, ასევე მცირდება ძვლოვანი ქსოვილის მასა და იცვლება ძვლის შენება. ძვლები მყიფდება, რაც ზრდის მოტეხილობის რისკს.
ოსტეოპოროზს ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს, ის ხშირად ფარულად მიმდინარეობს და პირდაპირ გართულებით - ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან სხვა ძვლის მოტეხილობით - იჩენს თავს.
ოსტეოპოროზის განვითარებაზე გავლენას ახდენს მრავალი გარეგანი თუ ინდივიდუალური ფაქტორი. მათ შორის აღსანიშნავია:
- ჩონჩხის ძვლების დაბალი მინერალური სიმკვრივე და ძვლოვანი მასის გაძლიერებული კარგვა პერიმენოპაუზის პერიოდში;
- მდედრობითი სქესი;
- ხანდაზმული ასაკი;
- ნაადრევი მენოპაუზა;
- კვების თავისებურებები (საკვებით კალციუმის მიწოდების შემცირება, კალციუმის მცირე მოხმარება, ხორცის ჭარბი მიღება, რძის პროდუქტების აუტანლობა, D ვიტამინის დეფიციტი);
- ყავის, ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დისტანციურად, ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე , რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !