ქუსლის ტკივილის სინდრომი - ტრავმატოლოგია

კითხვა: მოგესალმებიგათ ვარ 58 წლის მაწუხებს ქუსლების ტკივილი მიხდება სამსახურში სათობით სიარული შეუსვენებლივ მაცუხებდა მუხლები ჩაჩუცქვის დროს ლიმონს ვისვამდი უკეტესად ვარ ქუსლების ტკივილს კი ვერაფრით ვუშველე რა მაზი არ მაკვს წასმული გამაკუჩებელი ანტებსაწინაგმდეგო მკვებავი კველაფერი უშედეგოდ გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე
პასუხი:

მოგესალმებით,
ადამიანის ორგანიზმი რთული სისტემაა, სადაც ყოველწამიერად მიმდინარეობს უამრავი ურთიერთდაკავშირებული პროცესი.
ტერფი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. ქუსლებში ტკივილი, შეიძლება გამოიწვიოს ფეხსაცმელმა, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი ქუსლი, გარდა ამისა, ქუსლის ტკივილი შეიძლება განაპირობოს ფეხის გულში, ქუსლის არეში კანქვეშა ცხიმის განლევამ მოძრაობითი აქტიურობის მკვეთრი მატების შემთხვევაში, მეორე მიზეზია ფეხის გულის ფასციიტი (ფასციის ანთება). ხშირად ასეთ მდგომარეობას განაპირობებს ბრტყელტერფიანობა.

ფეხის გულის ფასცია

იგი მკვრივი შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნია, რომელიც ფართო ზოლის სახით არის გადაჭიმული ფეხის გულის ზედაპირზე ქუსლის ძვლიდან ტერფის წინა ნაწილამდე.
ძლიერმა ბრტყელტერფიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ფასციის ძლიერი გაჭიმვა და მისი ანთება. ქუსლის არეში ტკივილს ხშირად იწვევს ქრონიკული ანთებითი რევმატული დაავადებები, მაგალითად:

  • ბეხტერევის დაავადებ;
  • ფსორიაზული ართრიტი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • პოდაგრა;
  • ოსტეოპოროზი.

მეტად მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის შერჩევა:

  • ქუსლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 4-5 სმ-ს;
  • უქუსლო ფეხსაცმლის ტარება არ შეიძლება;
  • ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს მაღალი და მყარი საქუსარი და მომრგვალო ცხვირი.
  • სასურველია, ორთოპედიული სუპინატორის გამოყენება.

შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ მიმართოთ რევმატოლოგს ან ტრავმატოლოგს, რომელიც ანამნეზის შეკრების შემდეგ, მდგომარეობას შეაფასებს ობიექტურად და დაგინიშნავთ მკურნალობას.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაცია, ხუთშაბათსა და შაბათს.
გაცნობებთ, რომ აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა