მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ოსტეოპოროზი;
- ოსტეოპოროზის მიმდინარეობა;
- ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ოსტეოპოროზის განვითარებას;
- დიაგნოსტირების მეთოდი.
ოსტეოპოროზი არის დაავადება, რომლის დროსაც მცირდება ძვლოვანი ქსოვილის მასა და იცვლება ძვლის შენება. ძვლები მყიფდება, რაც ზრდის მოტეხილობის რისკს. ოსტეოპოროზს ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს, ის ხშირად ფარულად მიმდინარეობს და პირდაპირ გართულებით - ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან სხვა ძვლის მოტეხილობით იჩენს თავს.
ოსტეოპოროზის განვითარებაზე გავლენას ახდენს მრავალი გარეგანი თუ ინდივიდუალური ფაქტორი. მათ შორის აღსანიშნავია:
- ჩონჩხის ძვლების დაბალი მინერალური სიმკვრივე და ძვლოვანი მასის გაძლიერებული კარგვა პერიმენოპაუზის პერიოდში;
- მდედრობითი სქესი;
- ხანდაზმული ასაკი;
- ნაადრევი მენოპაუზა;
- კვების თავისებურებები (საკვებით კალციუმის მიწოდების შემცირება, კალციუმის მცირე მოხმარება, ხორცის ჭარბი მიღება, რძის პროდუქტების აუტანლობა, D ვიტამინის დეფიციტი);
- ყავის, ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება.
დენსიტომეტრია
დენსიტომეტრია დღესდღეობით, ოსტეოპოროზის სადიაგნოსტიკო ერთადერთი მეთოდია. ამ გამოკვლევით შესაძლებელია ოსტეოპოროზის ადრეულ სტადიაში გამოვლენა, მისი მიმდინარეობისა და ხარისხის სარწმუნოდ შეფასება.
შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ მომართოთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგს. ოსტეოპორის ხარისხის განსაზღვრისა და სხვა ნიუანსების დაზუსტების შემდეგ, დაგენიშნებათ თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისი მკურნალობა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/travmatologia/27
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით, გისურვებთ ჯანმრთელობას!