კითხვა: გამარჯობა რაღაც კითხვა მაქვს თქვენთან იქნებ მიპასუხოთ ან ასეთ რამეს თუ მკურნალობთ დამეწყო ყურში ხმაური გუგუნი მუდმივი სიცხელის შეგრძნება და პულსაცია 5 თვეა უკვე წავედი ყურის ექიმთან ყური არააო წავედი ნერვოლოგთან და დამინიშნა ანტიდეპრესანტი ხანგრძლივად ..6 თვე რა შეილება გავაკეთო ან საიდან უნდა მოდიოდეს პრობლემა? ადრე მქონდა ჭინჭრის ციება ალერგია ახალა ისე აღარ მაქ მარა ნუ ქრონიკულში მაქვს ცოტ ცოტაა ნეტა მაგის ბრალი ხოარაა? და ზოგადად სტრესმა იცის ასე გუგუნი და პულსაცია და სიცხელე ? მხოლოდ ერთ ყურში მაქვს.მადლობა ბოდიში რომ შეგაწუხეთ
პასუხი:

მოგესალმებით,

სავარაუდოდ თქვენი ჩივილის გამომწვევია ოტიტი, რადგან სწორედ მისი თანმდევი ჩივილებია ყურებში ხმაური, რომელიც ხშირად პულსაციის შეგრძნებაში გადადის.
თუმცა შესაძლებელია იგივე სიმპტომებს იწვევდეს ყურში გოგირდის საცობის არსებობა.
რაც შეეხება ოტიტს, ყველაზე გავრცელებულია შუა ყურის ანთება - შუა ოტიტი. ოტიტი სხვადასხვა მიკროორგანიზმმა შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად:

  • მიკრობები;
  • ვირუსები;
  • სოკოები.

არცთუ იშვიათად ვითარდება ნევრალგიური ტკივილი, რომელიც სამწვერა ნერვის ტოტების საპროექციო არეში (თვალისკენ, ცხვირისკენ, ქვედა ყბისკენ) ვრცელდება.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ქალბატონი რუსუდან კონცელიძე შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა