კითხვა: გამარჯობა 2 თვეა ყური მაქვს დახშული ვიყავი ექიმთან და ჩამხედა მითხრა გამოსარეცხი არ გაქვსო დამინიშნა დიდროფის სპრეი და ანტიჰისტამინი 10 დღე მარა არანაირი შეღავათი არ ქონია. როგორ მოვიქცე საშინელი შეგრძნებაა დახშული ყური ხან თავბრუც მეხვევა და ბგერები ექოსავით ჩამესმის
პასუხი:

მოგესალმებით,
დანიშნული მედიკამენტების მიხედვით ვფიქრობთ, შესაძლოა საქმე ეხება ოტიტს, უფრო ზუსტად შუა ყურის ოტიტსა და ევტაქიტს.
სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ შუა ყურში მდებარეობს წონასწორობის ორგანო და სმენის რეცეპტორები, მისი ანთების დროს ერთ–ერთი სიმპტომებია თავბრუსხვევა, ყურების დაგუბება და თავის ტკივილი.
დაავადება , მსუბუქი ფორმის დროს, ათიდან დაახლოებით 8 შემთხვევაში, სამ დღეში თავისთავად იკურნება. იგი შესაძლოა განმეორდეს უეფექტო მკურნალობის ან რეინფექციის გამო.
შესაბამისად, უმჯობესია მკურნალობის მიმდინარეობის კურსში ჩააყენოთ თქვენი ექიმი, რათა შეცვალოს მკურნალობა ან დაამატოს მას შესაბამისი მედიკამენტები.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, შეგირჩევთ მკურნალობის აპრობირებულ მეთოდს.

ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/28 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა