მოგესალმებით,
პირის ღრუს სიმშრალე გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს:
- ყლაპვის და საკვების მიღების გაძნელება;
- საუბრის შეზღუდვა;
- გემოვნების შეგრძნების დაკარგვა.
ნერწყვი გვეხმარება საკვების გადამუშავებაში. იგი შეიცავს საჭმლის მომნელებელ ფერმენტ ამილაზას, რომელიც ნახშირწყლების გადამუშავებას პირის ღრუშივე იწყებს, აკონტროლებს პირის ღრუს ბაქტერიებს, გვეხმარება ღეჭვასა და ყლაპვაში, გამოშრობისგან იცავს პირის ღრუსა და ყელის ლორწოვან გარსს.
შესაძლებელია პირის ღრუს სიმშრალეს იწვევდეს:
- ფარინგიტი, რომლის დროსაც ხახის ლორწოვანი გარსი გამომშრალია;
- ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია;
- არასაკმარისი სითხის მიღება დღის განმავლობაში;
- ვიტამინების ნაკლებობა;
- თამბაქო.
პირის სიმშრალე იწვევს არამხოლოდ სანერწყვე ჯირკვლების პათოლოგიას, არამედ შესაძლებელია დარტყმა მიაყენოს ყველა ორგანოს.
გასაგებია თქვენი ფინანსური მდგომარეობა, თუმცა, აუცილებელია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით მიმართოთ ექიმს.
პირველ რიგში სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ ენდოკრინოლოგთან ,რომელთან ვიზიტის ფარგლებში საჭირო იქნება სისხლში შაქრის შემცველობის გამოკვლევა.
ასევე საჭიროა გინეკოლოგთან ვიზიტი ,რომლის ფარგლებში საჭირო იქნება რადიოლოგიური და შესაძლოა ინსტრუმენტული კვლევები.
შეღავათის თვალსაზრისით , კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფარისებრი ჯირკვლის კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-60-larad-
ასევე ქირურგის უფასო კონსულტაცია, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს.
უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!