პოლიმენორეა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა.ვარ 47 წლის.ციკლი მაქვს არეული.ზოგჯერ თვეში ორჯერაც მაქვს,რა დავლიო,რომ ჩამიდგეს წესრიგში ციკლი.
პასუხი:

მოგესალმებით,

მენსტრუალური ციკლის დარღვევა ყველაზე გავრცელებულ გინეკოლოგიურ პათოლოგიად ითვლება. სტატისტიკის თანახმად, ის ყოველ მეორე ქალს აქვს.

მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი შესაძლოა იყოს ავიტამინოზი, ხშირი დიეტა, ჰორმონული დარღვევა, ფსიქიკური ტრავმა, ინფექციური დაავადება, ღვიძლის დაავადება, სიმსუქნე. არანაკლებ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობაც.

მკურნალობა მენსტრუალური ციკლის დარღვევის ტიპზეა დამოკიდებული.

თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ საქმე გვაქვს პოლიმენორეასთან (ხშირი მენსტრუაცია) ამიტომ, თავდაპირველად უნდა დადგინდეს მიზეზი, განისაზღვროს ჰორმონული სტატუსი, ჩატარდეს ფუნქციური ტესტები, ულტრაბგერითი კვლევა.

დეტალური გამოკვლევის შემდეგ უნდა დაინიშნოს მკურნალობა. თერაპია, თავის მხრივ, უნდა იყოს კომპლექსური, პათოგენური ფაქტორებიდან გამომდინარე.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში,  გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებში, ხუთშაბათსა და შაბათს.

ასევე, შემოგთავაზებთ სრულ გინეკოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლებას, თუ გსურთ იხილოთ ვრცლად, მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა