პროსტატსპეციფიკური ანტიგენი (PSA) - უროლოგია

კითხვა: გამარჯობათ გავიკეთე პროსტატ -სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა სისხლში პსა შედეგი 2.15 ერთეული ნგ/მლ ნორმა ,<4 მაინტერესებს როგორია ცუდია თუ კარგი პასუხი დიდი მადლობა კიდევ ერთხელ კოლექტივს ყურადღებისთვის ასე ზრუნვისთვის ადამანების ჯანმრთელობისთვის.
პასუხი:

მოგესალმებით,
PSA – პროსტატსპეციფიკური ანტიგენი წარმოადგენს ცილას რომელიც გამომუშავდება წინამდებარე ჯირკვლის უჯრედებში.
PSA – ას მომატების ყველა შემთვევაში უნდა აიხსნას მიზეზი, რათა არ გამოგვეპაროს წინამდებარე ჯირკვლის კიბო.
ნორმის ზედა ზღვარი შეადგენს 4 ნგ/მლ, თქვენი შედეგია 2.15 .
მხოლოდ ამ მაჩვენებლის მიხედვით, რთულია პასუხის გაცემა, აუცილებელია შეფასდეს შესაბამისი სპეციალისტის მიერ, ასევე საჭიროა სრული გამოკვლევა, რაც გულისხმობს წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევას – ექოსკოპიას.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და ისარგებლოთ უროლოგთან უფასო კონსულტაციით, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევის პასუხი.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა