მოგესალმებით!
დისკოპათია კრებითი სახელია მალთაშუა დისკის პათოლოგიური მდგომარეობის. დისკოპათიების სახელწოდების ქვეშ პირობითად ერთიანდება:
- დისკოზი;
- ოსტეოქონდროზი;
- პროტრუზია;
- მალთაშუა თიაქარი;
- რადიკულიტი.
როგორც აღნიშნავთ ჩვენს კლინიკაში გაიკეთეთ კვლევა. დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ჩააყენეთ საქმის კურსში და დაგეგმეთ ვიზიტი მასთან.
ჩვენი კლინიკა ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს, თუმცა, გეგმიური კვლევები ამ პროგრამით არ ფინანსდება .
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციას პარასკევს, შეფასდება ზოგადი მდგომარეობა, თუ საჭირო იქნება განმეორებითი ან დამატებითი კვლევები ამის შესახებ თავად ნეიროქირურგი მოგახსენებთ.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გაცნობებთ, რომ უფასო კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!