ქოლეცისტექტომია - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა. 1 კვირის წინ გავიკეთე ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია. ვარ 24 წლის. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ექიმს წამალი არ დაუნიშნავს.მხოლოდ შებერილობა მაწუხებდა პირველი 4 დღე, თუმცა ბოლო ორი დღეა დამეწყო ტკივილი კუჭთან, მარცხენა კუთხეში, ტკივილი ძლიერდება ღრმად ჩასუნთქვისას. ჩემს ქირურგთან ვიყავი და თქვა რომ საგანგაშო არაფერია, ასევე შევედი გასტროენტეროლოგთან, რომელმაც გამსინჯა და თქვა რომ არაფერი მჭირს და ოპერაციის შემდეგ შესაძლოა სხვადასხვანაირი ტკივილი მაწუხებდეს. არანაირი წამალი ან კვლევა არ დამინიშნა. თუმცა ტკივილი რადგან მაქვს, ვნერვიულობ, თქვენი აზრი მაინტერესებს, შეიძლება თუ არა, რაიმე საშიში და საგანგაშო იყოს? რა შეიძლება მოვიმოქმედო?
პასუხი:

მოგესალმებით,
ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია გართულებების დაბალი რისკით გამოირჩევა .
თქვენს შემთხვევაში,ცხადია საინტერესოა ოპერატორის მოსაზრება ,მაგრამ რაკი ბრძანდებოდით მკურნალ ექიმთან და პათოლოგია გამორიცხა, სანერვიულო არაფერია.
ზოგადად, ოპერაციის შემდგომ პერიოდში, უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად ინიშნება სწორი კვება.
უნდა მიიღოთ თხიერი საკვები, ჩაი და ორცხობილა.
თავი აარიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს, ცხიმიან ხორცს, რძეს, კარაქს, შოკოლადს.
ასევე, აუცილებელია ექიმთან მუდმივი კონტაქტი და მკურნალობის მიმდინარეობის კურსში ჩაყენება.
დააკვირდით კიდევ რამოდენიმე დღე, თუ დისკომფორტმა არ გაიარა, კვლავინდებურად დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან კონსულტაციაზე, სადაც მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, ექიმი–სპეციალისტი მოგცემთ სათანადო მითითებებს.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/26 


დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა