კითხვა: მოგესალმებით. მაინტერესებს რას ნიშნავს ქოლესტერინის ფოლაქი საძილე არტერიაში? რომელი პროფილის ექიმის კომპეტენციაა და როგორ ხდება დიაგნოსტირება? და არსებობს თუ არა მკურნალობის გზა? გმადლობთ
პასუხი:
მოგესალმებით,
სასურველია დაზუსტდეს:
- ფოლაქის სტრუქტურული მახასიათებლები;
- სტაბილურობა;
- ფოლაქის მორფოლოგია;
- არტერიის სტენოზირების ხარისხი;
- ნაკადის პარამეტრები,
- ფოლაქის ზომა;
- ფოლაქის სიგრძე;
- ზედაპირის მდგომარეობა.
ზოგადად, ფოლაქი განიცდის ტრანსფორმაციას, რომლის შესაძლო გამოსავალიცაა – საძილე არტერიის თრომბოზი.
ამჟამად არ არის კონსერვატიული თერაპიის ისეთი მეთოდი, რომელიც მოახდენს წარმოქმნილი ფოლაქის უკუგანვითარებას.
რადიკალური მკურნალობის მეთოდად მიღებულია კარიოტიდული ენდარტერექტომია და ენდოვასკულარული სტენტირება.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ჩატარებული კვლევების მონაცემთა შეჯერების შემდეგ, მოხდება შემდგომი ქირურგიული ჩარევის ტაქტიკის შერჩევა.
ნეიროქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!