კითხვა: რეიტოილის და ბეჯუფის ვიტამინების მიღება ერთდროულად შეიძლება
პასუხი:

მოგესალმებით,
პრეპარატ რეიტოილის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა-3 ოჯახის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების (ეიკოზაპენტაენის EPA და დოკოზაჰექსაენის DHA) ვიტამინ EE-ს ბუნებრივ წყაროსთან კომბინაციით.
მისი განსაკუთრებული მითითებაა და რეკომენდებული არ არის პრეპარატ რეიტოილის და E ვიტამინის შემცველი სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება.
რაც შეეხება B ჯგუფის ვიტამინებს, უკუჩვენება დადგენილი არ არის.
ნებისმიერ შემთხვევაში, კომბინირებულად მათ მიღებაზე რეკომენდაცია უნდა მოგცეთ შესაბამისმა სპეციალისტმა.
მიმართეთ მკურნალ ექიმს და მიჰყევით მის რეკომენდაციას.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა