რკინადეფიციტური ანემია, ლიმფური კვანძები - ჰემატოლოგია

კითხვა: გამარჯობა.მაქვს რკინადეფიციტური ანემია.45 მაქვს ჰემოგლობინი.ამავდროულად მაქვს ლიმპური კვანძები გადიდებული იღლიაში,კისერში და ყურის უკან.მაინტერესებს იცის თუ არა ანემიამ კვანძების გადიდება? თუ სხვა მიზეზიც უნდა ვეძებო? Mადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით!
ანემია პათოლოგიური მდგომარეობაა, როცა ადამიანს საკმარისი რაოდენობით არ აქვს სისხლის წითელი უჯრედები ან მათი ფუნქციონირება დაქვეითებულია.

ჰემოგლობინი

სისხლის წითელ უჯრედებში არსებული რკინით მდიდარი ცილაა, რომელიც ფილტვებსა და დანარჩენ ორგანიზმს შორის ჟანგბადის ცვლას უზრუნველყოფს. ჰემოგლობინის თითოეული პროტეინი ატარებს ჟანგბადის 4 მოლეკულას, რომელიც ორგანიზმში სისხლის წითელი უჯრედებით (ერითროციტები) მიედინება. ორგანიზმის მილიარდობით უჯრედს ესაჭიროება ჟანგბადი. ჰემოგლობინის დონის განსაზღვრა ხდება სისხლის ანალიზით.
ჰემოგლობინის დაბალი დონე ანემიაზე მიგვითითებს.

ლიმფური კვანძები

იგი ლიმფური სისტემის პერიფერიულ ორგანოს წარმოადგენს, ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს. ლიმფური კვანძები ცალკეული ორგანოებიდან და სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ ლიმფას ფილტრავს.
ლიმფური კვანძის გადიდება მის მიერ კონტროლირებად ზონაში პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მანიშნებელია. ეს პათოლოგიური პროცესი უმეტესად ინფექციური ხასიათისაა, ზოგჯერ კი სიმსივნური. საყურადღებოა, რომ ლიმფური კვანძის გადიდება ყოველთვის სიმსივნურ დაავადებას არ ნიშნავს. მაგალითად, კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური კვანძები შესაძლოა გაციების, ხახისა და ყურის ანთების დროს გადიდდეს.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში და თავდაპირველად გაიარეთ ჰემატოლოგთან კონსულტაცია, შემდგომში მისი გადაწყვეტილებით დაინიშნება სათანადო კვლევები და ადგილზევე გაეცნობით თქვენთვის საინტერესო ყველა ინფორმაციას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა