საფეთქლის არის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობათ,გთხოვთ მიპასუხოთ. მესამე თვეა თავის მარჯვენა მხარეს საფეთქელთან ახლოს მაქვს ტკივილი, თითქოს რაღაც მიჭერს და დენივით მირტყამს.ღამით უფრო ხშირად მტკივა ვიდრე დღისით.გულის რევის შეგრძნებაც მაქვს ხოლმე და ყველაფერი მეზარება,მოთენთილი ვარ.ასეთი არ ვყოფილვარ არასდროს და ძალიან მეშინია .ექიმთან გასვლის მეშინია რომ ცუდი არაფერი მითხრას.თქვენ რას მეტყოდით? რას ფიქრობთ? 30 წლის ვარ
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია. რაკი სხვა სიმპტომებს არ აღწერთ, შესაძლოა თქვენი ჩივილები უკავშირდებოდეს სისხლძარღვოვან პათოლოგიას.
გასაგებია, რომ გეშინიათ, თუმცა ამისი საფუძველი, ვფიქრობთ არ გაქვთ. აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან, რათა დროულად დადგინდეს მიზეზი და დაგენიშნოთ მკურნალობა.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, ობიექტურად შეაფასებს მდგომარეობას, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, დასვამს დიაგნოზს და შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს.
ბრაქიოცეფალური სისხლძარღვების დოპლერის საჭიროების შემთხვევაში კი შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad-- 
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა