კითხვა: გამარჯობა.მაინტერესებს თქვენთან საკეისრო კვეთა რა ჯდება?
პასუხი:
მოგესალმებით,
ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ საკეისრო კვეთის ღირებულებაა 1050 ლარი.
თუ სამედიცინო ჩვენებით კეთდება საკეისრო, საყოველთაო ჯანდაცვა აფინანსებს 800 ლარს.
თუ თქვენი სურვილით გსურთ, მაშინ - 500 ლარს.
პალატა არის 2-3 ადგილიანი, რისი ღირებულებაც შედის 1050 ლარში.
ხოლო თუ გნებავთ VIP პალატა, (საყოველთაო ჯანდაცვა არ ანაზღაურებს) მისი ღირებულებაა 500 ლარი.
ჩვეულებრივ და VIP პალატებშიც კვება არის ოთხჯერადი.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშივრდეთ ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!