სამწვერა ნერვის ნევრალგია - ნევროლოგია

კითხვა: სახის სამწვერა ნერვი ინკურნება? სულ დაძაბული და დაჭიმული მაქვს შუბლი, საფეთქლები, კისერი დაბანის შემდეგ ყურის შუილები რო დავწვები საღამოობით . და კიდევ თითქოს ყბა ამძვრება თვალბუდის არეში ჩამოწოლა არ ვსვამ არაფერს არც დამამშვიდებელს რავუყო ნამკურნალები მაქვს მაგრამ ამაოდ მირჩიეთ რამე გთხოვთ დავიტა ნჯე ხალხური მეთოდებით შავბალახას ნაყენს ვსვამდი გულყვითელას წვეთებს და შედეგი ხანმოკლე .ჰო რაც შეეხება დაბანა ახლა ზაფხულია და რო არ ვიბანაო მოვკვდები!!
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის სამწვერა ნერვის ნევრალგია;
  • სამწვერა ნერვის ნევრალგიის ტიპები;
  • სამწვერა ნერვის ნევრალგიის მკურნალობა.

წინა შეკითხვის დროს გვწერდით, რომ გაქვთ სინუსიტი, რაზეც უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია, თუმცა, შესაძლოა, შუბლისა და საფეთქლის ტკივილი, გარდა სამწვერა ნერვის ანთებისა, გამოწვეული იყოს ქრონიკული სინუსიტით.
რაც შეეხება სამწვერა ნერვის ნევრალგიას, ანუ ტრიგემინალურ ნევრალგიას, იგი ფესვის ქრონიკული დაავადებაა, რომლის ძირითადი სიმპტომია შეტევისმაგვარი ტკივილი ნერვის ერთი, ორი ან ყველა ტოტის ინერვაციის ზონაში.
ტრიგემინალური ნევრალგიის დროს ტკივილი ხშირად მკვეთრადაა გამოხატული. განასხვავებენ ტიპურ და ატიპურ სამწვერა ნევრალგიას.

samwvera_nervis_nevralgia


ტიპური ნევრალგიისთვის დამახასიათებელია ტკივილი სახის ნახევარში, სამწვერა ნერვის ერთი ან რამდენიმე ტოტის საინერვაციო მიდამოში, რომელიც რამდენიმე წამიდან 2 წუთამდე გრძელდება. ტკივილი ერთბაშად აღმოცენდება და მწვავეა. ტკივილმა შესაძლოა, მოიცვას ორბიტა, საფეთქელი და თხემის არე.

სამწვერა ნერვის ნევრალგია ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, მწვავე ტკივილით მიმდინარე დაავადებაა ნევროლოგიაში, რომელიც მოითხოვს კომპლექსურ მკურნალობას, რასაც მოიცავს:

  • პრეპარატებით მკურნალობა;
  • სხვადასხვა სახის ფიზიოპროცედურები;
  • აკუპუნქტურა.

კონსერვატიული და აპრობირებული მეთოდის დასაგეგმარებლად შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელზეც აქციის ფარგლებში გვაქვს 50%-იანი ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/full-article/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-50-ian-fasdaklebas-konsultaciebze/31731 

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა