საშვილოსნოს კისტა - გინეკოლოგია

კითხვა: ოთხი თვის წინ გავიკეთე კისტას ოპერაცია რის შედეგად ერთი საკვერცხე და ორივე მილი ამომიღეს და მაინტერესებს შესაძლებელი ხომ არარის კისტა თავიდან აღმოცენდეს?
პასუხი:

მოგესალმებით,
სასურველია, ვიცოდეთ რომელ კისტაზეა საუბარი, რადგან ასეთი საკმაოდ ბევრია, მაგალითად:

  • ფიბრომიომა;
  • ფიბრომა;
  • მიომა;
  • ლიპომა;
  • პარაოვარიული კისტა;
  • პაპილარული (დვრილისებრი) კისტომა;
  • მუცინოზური კისტომა და ა.შ.

ზოგადად კი, კისტის ამოკვეთის შემდეგ , რეციდივი ძალზე იშვიათია და პროგნოზიც კეთილსაიმედოა.
უმჯობესია, ამ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბროთ თქვენს გინეკოლოგს და სთხოვოთ , ამომწურავად მოგაწოდოთ ინფორმაცია.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა