საყლაპავი მილის თიაქარი - ქირურგია

კითხვა: მეუღლეს ჭამის დროს დასაწყისში(ან შუა ჭამის დროს ან ჭამის დამთავრებისას)ადგება (ყელში) საყლაპავ მილში ლუკმა და თითქოს უნდა გაიგუდოს იმ მდგომარეობაშია თითქმის ათეული წლები, გთხოვთ გამარკვიოთ ეშველება რამე? (მახრჩობელა კომშს რომ შეჭამ და იგუდები აი ამ მდგომარეობაშია
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ჩივილის მიზეზი, სავარაუდოდ საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარია. ადამიანის გულმკერდისა და მუცლის ღრუებს ერთმანეთისგან დიაფრაგმა ჰყოფს. ეს არის დიდი კუნთი, რომელსაც გამყოფთან ერთად მეორე მნიშვნელოვანი ფუნქციაც აკისრია - მის შეკუმშვა-მოდუნებაზე ბევრად არის დამოკიდებული სუნთქვის პროცესი.
ნორმალური ხვრელი ვიწროა. მისი გაფართოებისას, რაც სხვადასხვა ფაქტორის ბრალია, საყლაპავის ის მონაკვეთი, რომელიც მუცლის ღრუში უნდა ჩადიოდეს ან კუჭის ნაწილი, გულმკერდის ღრუსკენ გადაინაცვლებს. ასეთ დროს მოსალოდნელია:

  • ძლიერი ტკივილი გულმკერდში;
  • დისფაგია - ყლაპვის გაძნელება;
  • ობსტრუქცია - საყლაპავის დახშობა.

საყლაპავის თიაქარის მკურნალობა შესაძლებელია, როგორც მედიკამენტურაედ, ისე ქირურგიული ჩარევით.
დისტანციურად პასუხის გაცემა, თქვენი მეუღლის შემთხვევაში მკურნალობის რომელი მეთოდი იქნება საჭირო, ვერ განვსაზღვრავთ.
შეუძლია, მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში, ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, აქციის ფარგლებში ყოველ ხუთშაბათს და შაბათს. ექიმი შეაფასებს ობიექტურად მდგომარეობას, ჩაუტარდება საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კლინიკური კვლევები, გასტროსკოპია ან რენტგენოლოგიურ კვლევა.
ამის შემდგომ შესაძლებელია, გაგცეთ ამომწურავი პასუხი მკურნალობის მეთოდზე.

უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა