შარდის შეუკავებლობა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობათ ვარ 22 წლის ,შემაწუხა შარდვის შეუკავებლობამ და მუცლის არესი მაქვს დისკომფორტი,მივიღე პრეპარატი ფურამადი,გავიკეთე გლიცირინის ოყნა დისკომფორტის მოსახსნელად ვიკვებები მსუბუქად ,რამდენიმე დღე მომეხსნა დისკომფორტი მაგრამ ისევ დამეწყო ასევე მაქვს გულისრევის შეგძნებები,შარდის საერთო გავიკეთე და არაფერია,მადლობა წინასწარ იქნებ მირჩიოთ რაიმე
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  1. რა განაპირობებს შარდის შეუკავებლობას;
  2. გამომწვევი მიზეზები;
  3. სხვა ფაქტორები;
  4. რა არის საჭირო დიაგნოსტირებისთვის;
  5. კვლევები.

შარდის შეუკავებლობა საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა და მას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორისაა:

  • შარდსაწვეთის ჰიპერკინეტიკა;
  • შარდის ბუშტის მომჭერი კუნთის მოდუნება;
  • შარდის ბუშტის მაინერვირებელი ნერვების დაზიანება;
  • შარდის ბუშტის კუნთის დაზიანება;
  • საშარდე სისტემის გამავლობის შეფერხება.

shardis_sheukavebloba

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია შარდის ე.წ. ფუნქციური შეუკავებლობა და მისი მიზეზები:

  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • საშარდე გზების ინფექცია;
  • კოფეინი;
  • გაზიანი სასმელები და მინერალური წყალი;
  • ხელოვნური დამატკბობლები;
  • ცხარე საკვები;
  • გულის და არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები;
  • სედაციური საშუალებები;
  • კუნთების დამამშვიდებელი საშუალებები.

გამომწვევ მიზეზებს შორის შეგვიძლია, განვიხილოთ ნაწლავური პრობლემებიც.
შესაბამისად, მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება და რაიმე ტიპის რეკომენდაციის მოცემა შეუძლებელია.
ზუსტი დიაგნოსტირებისთვის კი, ძალიან მნიშვნელოვანია წარსული სამედიცინო ისტორიის შეკრება, რაც დისტანციურად შეუძლებელია და აუცილებელია:

  1. პათოფიზიოლოგიის იდენტიფიცირება;
  2. დიფერენციული დიაგნოზის გატარება;
  3. სპეციფიკური, შესაბამისი გამოკვლევის მეთოდების შერჩევა.
  4. დიაგნოსტირების თვალსაზრისით ტარდება შემდეგი კვლევები:
  5. შარდის საერთო ანალიზი;
  6. უროდინამიკური ტესტირება;
  7. მენჯის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  8. კომპიუტერული ტომოგრაფია;
  9. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

საწყის ეტაპზე, სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ გინეკოლოგთან. ამ თვალსაზრისით, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ გინეკოლოგის კონსულტაციას + მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპიას მხოლოდ 15 ლარად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/ginekologiuri-aqcia-15-larad/31556
საჭიროების შემთხვევაში, დიაგნოსტირებაში ჩაერთვება უროლოგი.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა