შავი წერტილები მხედველობის არეში - ოფთალმოლოგია

კითხვა: გამარჯობა,მე მაინტერესებს ოფთალმოლოგის კონსულტაცია. ვარ 55 წლის ქალბატონი.ერთი თვეა თვალის წინ ვხედავ შავ ლაქებს,მოცურავეს.ხანდახან შუქის წრეებს ან ხაზს გაელვების ეფექტით.მაინტერესებს რა სახის დარღვევასთან მაქვს საქმე.3 მარტს გადავიღე ტომოგრაფიაც .აჩვენა,რომ ორივე თვალის ნერვი დაკლაკნილია.მეტი არაფერი. რას მირჩევდით როგორ მოვიქცე.თუ გადავიღალე განსაკუთრებით მაშინ მიქმნის დისკომფორტს.მადლობა ყურადღებისათვის.
პასუხი:

თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რით არის გამოწვეული შავი წერტილები მხედველობის არეში;
  • რომელი დაავადებები იწვევს შავ წერტილებს მხედველობისას;
  • როგორ მოვიქცეთ საგანგებო მდგომარეობის დროს.

მოგახსენებთ, რომ ე.წ. შავი წერტილები მხედველობის არეში, ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია მინისებრი სხეულის და ბადურა გარსის პათოლოგიურ ცვლილებებთან, ხოლო გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს:

  • ასაკობრივი მიზეზები;
  • თვალისა და თავის ტრავმა;
  • თვალის სისხლძარღვოვანი პათოლოგია;
  • ბადურა გარსის რღვევა;
  • მინისებური სხეულის ანთებითი პროცესები;
  • მიოპია;
  • მინისებრი სხეულის შემღვრევა.

ასევე გვხვდება ზოგიერთი ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა:

  • ენდოკრინული დარღვევები;
  • მეტაბოლური დარღვევები;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ჰიპერტონული დაავადება;
  • სისხლძარღვების სხვადასხვა გენეზის დაავადებები.

shavi_wertilebi_tvalebshi

დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია ინსტრუმენტული გამოკვლევები.
თუ თქვენ არ იმყოფებით თვითიზოლაციის რეჟიმში და გაქვთ სახლის დატოვების უფლება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც პირველადი ოფთალმოლოგიური კვლევებით შემოწმდება ფსკერისა და ბადურის მდგომარეობა.
გაცნობებთ, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ არ არის ჩართული COVID-19 ბრძოლის სქემაში, შესაბამისად ვიზიტი უსაფრთხოა.
სამედიცინო მომსახურების მისაღებად, საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, ვიზიტისთვის აუცილებელია საშვი, რომელიც მოგცემთ ქალაქში გადაადგილების საშუალებას. ამისთვის, აუცილებლად უნდა დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: 577 32 79 88

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა