მოგესალმებით,
შეძენილი გულის მანკი, არის დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს გულის სარქვლოვანი აპარატის - სარქვლის აფრების, ფიბროზული რგოლის, ქორდების ან დვრილოვანი კუნთების - ანატომიური აგებულების ან ფუნქციის ცვლილება, რაც გულში ჰემოდინამიკის - სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რა თქმა უნდა განკურნება შესაძლებელია. მეთოდი კი, ძირითადად მოიცავს ქირურგიულ ჩარევას და გულის რითმის დარღვევის პროფილაქტიკას.
უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მწვავე გულის უკმარისობა, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფატალური შედეგი. ამიტომ, დიაგნოზი რა თქმა უნდა საყურადღებოა.
მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებისათვის, აუცილებელია დროულად მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
ამ მიზნით, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, დაგენიშნებათ აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
სავარაუდოდ საჭირო იქნება, განმეორებითი კვლევების ჩატარება. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობათ მაინტერესებს თუ იკურნება გულის შეძენილი მანკი
პასუხი: