შეხორცებითი დაავადება

კითხვა: გამარჯობათ! ერთი კვირისწინ გავიკეთე შეხორცებითი გაუვალობის ოპერაცია, ეს უკვე მეორედ. პირველი წელიწად ნახევრის წინ გავიკეთე. რა შეიძლება გვავაკეთო, რომ ნაწილობრივ მაინც შეუშალო ხელი შეხორცებეს და ოპერაცია აღარ დამჭირდეს. გმადლობთ წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით ! შეხორცებები არის ფიბრომული ჭიმები , ვითარდება ორგანიზმში როგორც დამცავ რეაქციად რომელიღაც ანთებით პროცესთან მიმართებაში. შეხორცება შეიძლება გადავიდეს შეხორცებით დაავადებაში , რომელიც სამომავლოდ სერიოზულ პრობლემებს იწვევს . შეხორცების დამცავი ფიზიოლოგიური მექანიზმი პათოლოგიის საფუძვლად ხშირად იქცევა ხოლმე . სტატისტიკური მონაცემებით შეხორცებები უვითარდებათ ოპერირებული პაციენტების 93%. შეხორცებები ხშირად გვხდება ღია წესით ჩატარებული ოპერაციების დროს , თუმცა არის შემთხვევები , როდესაც ლაპარსკოპიული მიდგომით ჩატარებულ ოპერაციების შემდეგაც დაფიქსირებულა შეხორცებითი დაავადებები.
ფართოდ გავრცელებული შეხორცებითი დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს . როცა ნიშნები მაინც ვლინდება ამ დროს სიმტომი მუცლის ქრონიკული ტკივილია , რისი მიზეზიც იშემიაა , ორგანოების ჟანგბადოვანი ნაკლებობა.
ყველაზე ხშირი გართულებაა შეხორცებითი ნაწლავთა გაუვალობა .
შეხორცებითი დაავადებების განვითარებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი .
ეტიოლოგიური მიზეზები შეიძლება და იყოს სამ ჯგუფად :
პოსტოპერაციული მიზეზები
პოსტინფექციის შემდეგ
სხივური თერაპიის შემდგომი შეხორცებები
აბდომინალური შეხორცებები ძნელი აღსაკვეთია, მაგრამ ზოგიერთი ქირურგიული მეთოდის გამოყენებას მათი განვითარების ალბათობა მინიმუმამდე დაჰყავს.

მაგალითად, ადჰეზიების ჩამოყალიბების რისკს მკვეთრად ამცირებს ლაპაროსკოპიული ოპერაცია, ვინაიდან ამ დროს ერთი დიდი განაკვეთის მაგივრად რამდენიმე პატარა კეთდება. თუ ოპერაცია აუცილებლად ღია წესით არის ჩასატარებელი, ორგანოებს შორის ან ორგანოსა და აბდომინალურ განაკვეთს შორის ზოგჯერ სპეციალურ თხელ მასალას აფენენ, რათა შეხორცებების წარმოშობას ხელი შეუშალონ. ეს მასალა ორგანოთა ჰიდრატირებას ახდენს და ამ გზით შეხორცების განვითარებას აფერხებს, თავად კი რამდენიმე კვირაში გაიწოვება.
შეხორცებათა განვითარების რისკს ამცირებს:
* ოპერაციის დროს სახამებლისა და ლატექსის გარეშე დამზადებული ხელთათმანების გამოყენება;
* ქსოვილებისა და ორგანოების რბილად, ნაზად დამუშავება;
* ოპერაციის ხანგრძლივობის შემცირება;
* დანამული სახვევებისა და ტამპონების გამოყენება;
* დროგამოშვებით ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება.
შეხორცებათა კონტექსტში ყოველდღიური რაციონის ხსენებამ მავანი შესაძლოა გააოცოს და გააღიმოს კიდეც. ადჰეზიების ჩამოყალიბებასა თუ პრევენციაში კვების როლი კვლევებით მართლაც არ არის დადასტურებული, თუმცა ექიმები მოგვიწოდებენ, ნაწილობრივი ნაწლავური გაუვალობის დროს უჯრედისით ნაკლებად მდიდარი დიეტა დავიცვათ – საჭმლის მომნელებელი სისტემა უფრო ადვილად გადაამუშავებს ასეთ საკვებს, რაც სიმპტომებს შესამჩნევად შეგვიმსუბუქებს. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან , რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრების უკეთესი რეჟიმის შემუშავებაში . გმადლობთ , რომ გვენდობით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა