შეკრულობა, ქოლეცისტიტი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა. დამხმარეთ გთხოვთ. მაქვს კუჭში სიმძიმე, გულის აჩქარება, კუჭში გაუვალობა, გულის რევის შეგრძნება (უფრო დილით) მოუსვენრობა .. და არ ვიცი მეჩვენება თუ ჭიპის ზემოთ ხელით გასინჯვისას რომ ვაწვები მაქვს სიმაგრესავით .. ექიმმა მნახა და მითხრა ქოლეცისტიტი მაგრამ ნაღვლის ბუშტი არ მტკივა .. ასევე ზურგის მხარე მტკივა .. ასევე სიცხე მაქვს თვეებია 37 ხან 37.2 ... ავიღე ანალიზი ლეიკოციტი მქონდა ცოტა დაბალი (უმნიშვნელოდ).. ფილტვები სუფთა მაქვს გადავიღე .. იქნებ მირჩიოთ სინპტომების მიხედით რასთან შეიძლება მქონდეს საქმე ..
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ გაქვთ გარკვეული პრობლემები კუჭ–ნაწლავის ტრაქტში.
ყაბზობა ანუ შეკრულობა არის ნაწლავების დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა.
ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობას ნაწლავთა მოქმედება, დეფეკაცია, დღე-ღამეში ერთხელ აქვს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. ჩვეულებრივ, შეკრულობად მიიჩნევა ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით. ამრიგად, ეს ცნება შედარებითი და ინდივიდუალურია. პროფილაქტიკისთვის - მეტად მნიშვნელოვანია კვება, მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვები.
რაც შეეხება ქოლეცისტიტს, იგი ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთება და ქოლელითიაზის, ანუ ნაღვლოვანი კენჭების, ერთ-ერთი ძირითადი გართულებაა.
შესაბამისად, სავარაუდოდ, მიუხედავად იმისა, რომ არ გაწუხებთ ნაღვლის ბუშტი, შესაძლოა წელის ტკვილი და მაღალი ტემპერატურა უკავშირდებოდეს ქოლეცისტიტს.
აუცილებელია, კონსულტაცია გაიაროთ გასტროენტეროლოგთან და ქირურგთან.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მოგემსახურებათ მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი.
საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ კი, დაისახება მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა.
გასტროსკოპიით კვლევის საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--  
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა