მოგესალმებით,
პირველ რიგში გირჩევთ თავი აარიდოთ მსგავს „თანამედროვე დიეტებს“ .
ასევე, აუცილებელია სპეციალური დიეტა, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს:
● მსუყე წვნიანებს და ნახარშებს;
● ცხიმიან ხორცს;
● შებოლილ, მარილიან თევზს, კონსერვებს;
● მაგრად მოხარშულ კვერცხს;
● გაზიან სასმელსა და ალკოჰოლს;
● ცხარე, მჟავე, ცხიმიან საკვებს.
● კაკალს, თხილს, ჩირს, პარკოსნებს (ლობიოს, ბარდას).
შეგიძლიათ მიირთვათ:
● გამომშრალი თეთრი პური, თეთრი პურის ორცხობილა;
● ხილის კომპოტი (შაქრის მცირე შემცველობით), კისელი;
● ბანანი, მოხარშული ვაშლი.
● მოხარშული კარტოფილის პიურე.
დააკვირდით სიმპტომებს და თუ არ იგრძენით მდგომარეობის გაუმჯობესება, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც დაგეხმარებათ მკურნალობაში.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა ექიმი, მათ შორის ენდოკრინოლოგიც. რომელიც დაგეხმარებათ წონის კორექციაში. ასევე,
დაგინიშნავთ თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას და შეგირჩევთ სწორი კვების ინდივიდუალურ რაციონს.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/30
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და კონსულტაციის დასაგეგმად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !