მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
შეკრულობა ეს არის ნაწლავების დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა. ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობას ნაწლავთა მოქმედება, დეფეკაცია, დღე-ღამეში ერთხელ აქვს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. ჩვეულებრივ, შეკრულობად მიიჩნევა ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით. თუმცა, ეს ცნება შედარებითი და ინდივიდუალურია.
შეკრულობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ნაწლავის, ასევე ნაწლავგარე დაავადებები.
ნაწლავის დაავადებებიდან მეტად საყურადღებოა ანთებითი დაავადებები, რომელთა მკურნალობა შესაძლებელია კონსერვატიულად.
ეგრეთწოდებული მექანიკური შეკრულობის დროს კი, ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა.
მიზეზი ზოგჯერ მსხვილი ნაწლავის თანდაყოლილი ანომალიაა – ჰირშპრუნგის დაავადება ან იდიოპათიური მეგაკოლონი, რომლის დიაგნოსტირებისთვისაც ვიყენებთ კვლევის რენტგენოლოგიურ და ენდოსკოპიურ მეთოდებს.
პირველ რიგში აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ ხშირი შეკრულობა საყურადღებოა და აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, ვიზიტისას შეფასდება მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ გასტროსკოპიული კვლევა, რომელზეც კლინიკის აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლებები, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, მუდმივად მაწუხებს (კუჭის შეკრულობა) ყაზბობა, ვმკურნალობდი გასტროენტეროლოგთან მაგრამ მქონდა დროებითი უმნიშვნელო ეფექტი. ორი წელია გავიკეთე ბარიატრია კუჭზე ე. წ. "სლივი" და 4-5 თვეა ისევ დავიწყე მატება წონაში, არადა მცირედ ვიკვებები. მირჩიეთ რამე. მადლობა
პასუხი: