მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის შიში;
- შიშის სიმპტომები;
- კლინიკის აქცია.
შიში ნებისმიერი ადამიანისთვის დამახასიათებელი ემოციური რეაქციაა.
თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც შიში, რომელიც ძალიან კარგია, ვინაიდან ადამიანს იცავს გაუთვალისწინებელი საფრთხისგან, ხდება აკვიატებული, არაჯანსაღი.
ასეთ შიშს ფობია ქვია, რომლის დროსაც შესაძლებელია, საერთოდ არ არსებობდეს რეალური საფრთხე, მაგრამ ეს არის შიშთან დაკავშირებული აზრი, რომელიც იმდენად ძლიერია და იმდენად მოიცავს ხოლმე ადამიანის ფსიქიკას, რომ მისი გაკონტროლება, გაცნობიერება შეუძლებელი ხდება.
ადამიანის შიშის პალიტრა ძალიან მრავალფეროვანია, მსუბუქი ღელვიდან დაწყებული პანიკური შიშით დამთავრებული. აკვიატებულ შიშს შეიძლება სხვა სიმპტომებიც ქონდეს:
- ტაქიკარდია – გულისცემის აჩქარება;
- მოხრჩობის, ყელში წაჭერის, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება;
- გაქვავების შეგრძნება, სისუსტე, სხეულის დაუმორჩილება, გონების დაკარგვის შეგრძნება;
- ძლიერი შიში რაიმეს მიმართ, რაც იწვევს ფობიას;
- სხეულის კანკალი;
- ცივი ოფლი;
- ფაღარათი;
- გულისრევა.
ჩვენი რჩევაა, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს და მიჰყვეთ მის რეკომენდაციებს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეძლებთ, 50%-იანი ფასდაკლებით ჩაიტაროთ ნევროლოგის კონსულტაცია, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-50-ian-fasdaklebas-konsultaciebze/31731
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!