ხერხემლის პათოლოგია - ნევროლოგია

კითხვა: დამიდგინდა მალთაშუა თიაქარი 8მმ ექვემდებარება თუ არა მკურნალობას ოპერაციის გარეშე?
პასუხი:


დისკოპათია კრებითი სახელია მალთაშუა დისკის პათოლოგიური მდგომარეობის. დისკოპათიების სახელწოდების ქვეშ პირობითად ერთიანდება: დისკოზი, ოსტეოქონდროზი, პროტრუზია, მალთაშუა თიაქარი, რადიკულიტი. ოსტეოქონდროზი ხერხემლის დაავადებაა, რომლის დროსაც აღინიშნება მალებისა და იოგების დეფორმაცია, მათზე წანაზარდების (კალციფინატების) წარმოქმნა, მალათაშუა სივრცის შევიწროება. ოსტეოქონდროზის ერთ–ერთი გამოვლინებაა დისკოპათია, რომლის დროსაც ზიანდება მალათაშუა დისკი. დაავადების სხვადასხვა სტადიაზე შესაძლოა დისკოპათიამ გამოიწვიოს ნერვზე ზეწოლა, რაც თქვენს შემთხვევაში უკვე განვითარებულია, რადგან უჩივით ფეხის ტკივილს.
მიმოწერის რეჟიმში, რეკომენდაციას ვერ მოგცემთ, ამიტომ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს მკურნალ ექიმს ჩვენს კლინიკაში, რომელიც დაგაკვალიანებთ.
ასევე, თუ თქვენ ვერ ახერხებთ გადაადგილებას, შეუძლია თქვენს მეურვეს, მობრძანდეს ნევროლოგთან კონსულტაციაზე და თან იქონიოს ჩატარებული გამოკვლევების პასუხები, რის საფუძველზეც დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა