ნათხემოვანი ატაქსია - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, ნათხემოვანი ატაქსიის მკურნალობა თუ არის შესაძლებელი და რა პროცედურას მოიცავს?
პასუხი:

მოგესალმებით,
ატაქსია სხვადასხვა დარღვევის ნიშანია და ნიშნავს ნებითი მოძრაობების შესრულების დროს კუნთებზე კონტროლის დაკარგვას.
ნათხემი ტვინის ის ნაწილია, რომელიც აკონტროლებს კუნთების კოორდინაციას.
ატაქსიის მკურნალობა განსხვავდება გამომწვევი მიზეზის შესაბამისად. თქვენი პაციენტის შემთხვევაში ატაქსიის გამომწვევია იშემიური ინსულტი. მისი განვითარებისას ტვინის რომელიმე ნაწილში, ჟანგბადის კონცენტრაცია იკლებს და ამ ნაწილის უჯრედები კვდებიან.
ასეთ დროს ინიშნება მკურნალობის ისეთი მეთოდები როგორიცაა:

  • ფიზიკური თერაპია;
  • ოკუპაციური თერაპია;
  • მეტყველების თერაპია და ა.შ.

იმსჯელეთ ამაზე თქვენს მკურნალ ექიმთან და მოიპოვეთ სრული ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობასთან და პერსპექტივასთან დაკავშირებით, მიჰყევით მის რეკომენდაციებს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა