მოგესალმებით,
ზოგადად, თავბრუსხვევა (ვერტიგო) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია, რომლითაც პაციენტები ექიმს მიმართავენ. ის მრავალი დაავადების სიმპტომია. ამჟამად მისი 80-მდე მიზეზია ცნობილი, ასიდან 20 შემთხვევაში კი ერთმანეთს რამდენიმე მიზეზი ერწყმის. თავბრუხვევა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სივრცეში სხეულის მდებარეობის ორიენტაციას კარგავს, ეჩვენება, თითქოს გარემომცველი საგნები ან თავად მისი სხეული ბრუნავს, წონასწორობა ეკარგება.
ზოგიერთ შემთხვევაში თავბრუხვევას თან ახლავს გულისრევა, ღებინება, პულსის სიხშირის ცვლა, არტერიული წნევის მერყეობა.
თავბრუხვევას პაციენტები ყველაზე ხშირად უჩივიან, ექიმებისთვის კი ეს ყველაზე თავსატეხი სადიაგნოსტიკო სიმპტომია, რადგან უამრავი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი როგორც ნევროლოგიური და ფსიქიკური, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თვალისა და ყურის დაავადებებისთვის.
ამიტომ, კლინიკის აქციის ფარგლებში, სწორი და ზუსტი დიაგნოსტირებისათვის შემოგთავაზებთ კვლევების სრულ პაკეტზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31237/gawukhebt-khshiri-tavis-tkivili,-tavbruskhveva,-wonasworobis-darghveva,-shuili-yurebshi-
კვლევის შემდგომ, ექიმი–ნევროლოგი დაადგენს თქვენი ჩივილების გამომწვევ მიზეზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !