კითხვა: მაინტერესებს რა იწვევს ყურის შუილებს და როგორ შეიძლება მისი მკურნალობა
პასუხი:
მოგესალმებით!
ყურებში ხმაურის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს, მაგალითად:
- ყურის ანთება;
- გოგირდოვანი საცობი;
- უცხო სხეული სასმენ მილში;
- სასმენი ნერვის დაზიანება;
- ასაკობრივი ცვლილებები.
გარდა ამისა, ყურებში ხმაურის გამომწვევი შეიძლება იყოს:
- თავის ტრავმა;
- თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;
- კისრის მალების ოსტეოქონდროზი;
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევადა სხვა.
იმის გათვალისწინებით, რომ რაიმე სხვა დამატებით სიმპტომებს არ აღწერთ, პირველ რიგში გამოსარიცხია ყურში გოგირდის საცობის არსებობა.
ამის გასარკვევად და ასევე ყურის სხვა დაავადებების შესაძლო არსებობის გამოსარიცხად, აჯობებს მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო-ლარინგოლოგთან და ჩაიტაროთ კონსულტაცია.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !