შუილი ყურებში - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა . ვარ 63 წლის მაქვს ყურში შუილი და ღამე არმძინავს ღრმად.არც თავის ტკივილი,არც თაბროსხვევა, არც მაღალი წნევა პირიქით 110-60 ზე.უმნიშვნელოდ არის კისერზე ძარღვები შევიწროვებულიო, ოსტეოქონდროზი მითხრეს.მაინტერესებს საშველი იქნება რამე? მასაჟები შეიძლება თუ არა? ან რომელ ექიმს მივმართო? ყურის ექიმმა არაფერიაო.ან საშველი არის რამე? მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა როგორც მოგვითხრობთ გაქვთ ოსტეოქონდროზი, რომელიც სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულებითაა გამოწვეული.
კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალასა და სახის ქსოვილებს. კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.
შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ რაკი ყელ–ყურ–ცხვირის პათოლოგია გამორიცხა, შესაძლოა, თქვენი ჩივილების გამომწვევი მიზეზი ოსტეოქონდროზი გახლდეთ.
რა თქმა უნდა მკურნალობა შესაძლებელია, თუმცა, აუცილებელია დიაგნოზი შესაბამისმა სპეციალისტმა დასვას.
ამიტომ, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს.
ანამნეზის შეკრებისა და ობიქტური შეჯერების შემდეგ, შესაძლოა მან დაგინიშნოთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლები. ასეთ შემთხვევაში კი, შემოგთავაზებთ თავის ტვინისა და კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias 
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა