კითხვა: დიდი მადლობა ყურადღებისთვის სამი დღის წინ გაადავიღე მრტ კვლევა და დასკვნა ასეთია სანამ მივალ ნევროლოგთან მეშინია საშიში ხომარ არის კისტის მეშინია
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენს მიერ დანართად გამოგზავნილი მრტ კვლევის დასკვნაა „მრ მონაცემებით თავის ტვინის მწვავე კეროვანი დაზიანება არ ვლინდება. ერთეული სუბკორტიკალური მცირე კისტური დეგენერაციის კერა.“ რაშიც, ამავე დასკვნის მიხედვით, იგულისხმება გლიოზი, რომელიც თავის ტვინში მიმდინარე პროცესია, რომლის დროსაც დაზიანებული ნერვული ქსოვილის და მისი უჯრედების - ნეირონების ჩანაცვლება ხდება სხვა სტრუქტურით, მისი საბოლოო განკურნება არ ხდება, მაგრამ მდგომარეობის გაუარესების პროფილაქტიკა შესაძლებელია . მთვარია დროულად აღმოჩნდეს მისი გამომწვევი მიზეზები და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა, რაც შესაბამისი სპეციალისტის პრეროგატივაა.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს.
აუცილებელია, წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა