შუილი ყურში - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა.ერთი კვირაა ცალ ყურში შიშინი მესმის.ადრე სხვანაირი წივილის ხმა მესმოდა.თავშიც თითქოს ჭვლები მაქვს.წნევას ყოველთვის ვალეგულირებ.რისი ბრალი უნდა იყოს და რომელ სპეციალისტს უნდა მივმართო.ისე ხერხემალში მარილები მაქვს ბევრი
პასუხი:

მოგესალმებით,
ყურებში ხმაურის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს, მაგალითად: ყურის ანთება, გოგირდოვანი საცობი, უცხო სხეული სასმენ მილში, სასმენი ნერვის დაზიანება, ასაკობრივი ცვლილებები.
გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს: თავის ტრავმამ, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა, კისრის მალების ოსტეოქონდროზმა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ და სხვა.
მიზეზი შეიძლება იყოს: კოფეინი, ზოგიერთი მედიკამენტი, არტერიული წნევის მომატება, ათეროსკლეროზი, ალერგია, ანემია, თირეოტოქსიკოზი, ნევროზი და სხვა პათოლოგიები.
პირველ რიგში გამოსარიცხია ყურში გოგირდის საცობის არსებობა.
ამის გასარკვევად და ასევე ყურის სხვა დაავადებების შესაძლო არსებობის გამოსარიცხად, აჯობებს მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო-ლარინგოლოგთან და ჩაიტაროთ კონსულტაცია.
ექიმი ვიზიტისას ინსტრუმენტულად, ოტოსკოპით დაათვალიერებს სასმენ მილს, რათა გამოირიცხოს შუილის გამომწვევი სხვა ფაქტორები, ხოლო ამის შემდეგ დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
რაც შეეხება "მარილების დაგროვებას ხერემალში" სავარაუდოდ გულისხმობთ კისრის არეს.
ამ შემთხვევაში მოგახსენებთ, რომ მკურნალობის გარეშე, მარილებმა შესაძლოა გამოიწვიონ ოსტეოქონდროზი.
ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ მობრძანდეთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს, წინასწარი ჩაწერით.
ხოლო, ვიზიტისას თუ გამოიკვეთება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით კვევის საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias 

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად,  დაგვიკავშირდით ნომერზე  577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა