კითხვა: მარჯვენა ყურში მაქვს შუილი მიზეზს ვერ მეუბნებიან,ყური და სისხლის მიმოქცევა გამოვიკვლიე.
პასუხი:

მოგესალმებით,
ამ კითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, შევეცდებით ზოგადი ინფორმაცია მოგაწოდოთ.
ყურებში ხმაურის მიზეზი შეიძლება იყოს: ყურის ანთება, გოგირდოვანი საცობი, უცხო სხეული სასმენ მილში, სასმენი ნერვის დაზიანება, ასაკობრივი ცვლილებები. გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს თავის ტრავმამ, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა, კისრის მალების ოსტეოქონდროზმა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ და სხვა.
ყურებში შუილის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს შუა ყურის მწვავე ანთება, სასმენი ნერვის დაზიანება, ყურის ტრავმა, უცხო სხეული სასმენ მილში.
ხმაურის შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლმა, კოფეინმა, ზოგიერთმა მედიკამენტმა, ტყვიით, დარიშხანით, ვერცხლისწყლით ინტოქსიკაციამ (მოწამვლამ), არტერიული წნევის მომატებამ, ათეროსკლეროზმა, ალერგიამ, ანემიამ, თირეოტოქსიკოზმა, ცხელებამ, ნევროზმა და სხვა პათოლოგიებმა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრძანდებოდით შესაბამის სპეციალისტთან და სასმენის არხის პათოლოგია გამოირიცხა, სასურველია დარწმუნებით გამორიცხოს ყურში გოგირდის საცობის არსებობა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც უშუალო ვიზიტისას ექიმი დაათვალიერებს სასმენ აპარატს ინსტრუმენტულად, პათოლოგიის გამორიცხვის შემთხვევაში კი, თავად გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტის განხორციელება, ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი კი, აუცილებლად დაგეხმარებათ დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა