კითხვა: გამარჯობა მაქვს ბოქვენის შეშუპება კუნთების ბოჭკოების დაზიანება . დამინიშნეს ფიზიოთერაპია . მაინტერესებს როგორც ეხმარება სწრაფ აღდგენაში ისე ხო არ ვნებს რამეს ?
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. სიმფიზიტი კრებითი ტერმინია და გულისხმობს სიმფიზის ანთებას, სიმფიზიოპათიას, ბოქვენის ძვლების დაშორებას და სხვ.
ორსულობისას ყველაზე ხშირად სიმფიზის სწორედ ეს უკანასკნელი პრობლემა იჩენს თავს.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ამ შემთხვევაში ფიზიოთერაპია კარგ შედეგს იძლევა. ხოლო, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება, ეს სიმფიზიტის ხარისხსა და მის გამოვლენაზეა დამოკიდებული.
გასათვალისწინებელია, თუ სიმფიზიტი ერთი ორსულობისას გქონდათ, მაღალია ალბათობა, რომ ის მეორე ორსულობისასაც შეგაწუხებთ. ასევე სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაში ის უფრო ადრე და სწრაფად განვითარდეს, ამიტომაც ეცადეთ თავი აარიდოთ ორსულობას, სანამ ამჟამინდელი სიმპტომები არ გაქრება და ასევე, მიჰყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს.
სთხოვეთ მას აგიხსნათ, დანიშნული ფიზიოთერაპიის არსი და გაგაცნოთ შემდგომი მკურნალობის გეგმა, რადგან ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება, მისი პრეროგატივაა.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა