მოგესალმებით,
სიმფიზიტი ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება განვითარდეს, მაგრამ უფრო ხშირად ის ორსულობის შუა პერიოდში შეგაწუხებთ, ან მის მესამე ტრიმესტრში, ასევე შესაძლოა მშობიარობის შემდეგ იგრძნოთ მისი სიმპტომები.
სიმფიზიტის მკურნალობის მიმართ მიდგომა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ორსულობის პერიოდზე. შესაძლებელია კალციუმის პრეპარატების დანიშვნა და ორსულობის ქამრის ტარება.
სიმფიზიტის დროს დასაშვებია ფიზიოლოგიური მშობიარობა და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. მშობიარობის შემდეგ სხეული და მენჯის სახსრებიც ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება.
თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მშობიარობის საკითხები უნდა გადაწვიტოს მეან–გინეკოლოგმა, თქვენი ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით. ამიტომ, მიჰყევით მის რეკომენდაციებს.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/orsuloba/32
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!