მოგესალმებით,
სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი უნებლიეც შეიძლება იყოს და ზეწოლის შედეგადაც შეიძლება გაჩნდეს, ის სხვადასხვანაირია: სქელი და თხიერი, რძისმაგვარი, მოყვითალო, ქარვისფერი, მწვანე ან ყავისფერი, რიგ შემთხვევაში - სისხლიანი.გამონადენი შესაძლოა იყოს ნორმალური და პათოლოგიური.
ნორმალური გამონადენი ქალის განსაზღვრულ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება და თავისთავად წყდება, პათოლოგიური კი დაკავშირებულია ქალის ორგანიზმში მიმდინარე ისეთ პათოლოგიურ პროცესებთან, როგორიცაა:
- ფიბროკისტოზური მასტოპათია;
- ინტრადუქტური ანუ სადინარშიდა პაპილომა;
- სარძევე ჯირკვლის სადინართა ექტაზია;
- ფარისებრი ჯირკვლის თანმხლები დაავადებანი;
- სარძევე ჯირკვლის სიმსივნე;
- ჰიპოფიზის სიმსივნე;
- აბსცესი;
- ტრავმა.
კისტოზური და ფიბროზულ-კისტოზური ტიპის მასტოპათიებს ახასიათებს სეროზული, გამჭვირვალე, მოყვითალო და მომწვანო ფერის გამონადენი.
თუ სადინარი სტაფილოკოკური ან სტრეპტოკოკური ინფექციით არის ინფიცირებული, გამონადენი ყავისფერია.
ლიპოგრანულომისთვის დამახასიათებელია სპონტანური ხაჭოსმაგვარი, ბლანტი გამონადენი. ინტრადუქტური ანუ სადინარშიდა პაპილომა მცირე ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც სადინარის შიგნით ვითარდება.
თუ გამონადენმა მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზაში იჩინა თავი, დიდხანს გაგრძელდა და შემაწუხებელია. მისმა იგნორირებამ შესაძლოა ძუძუს სხვადასხვა ინფექცია გამოიწვიოს.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, ამიტომ მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში მამოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ დღე ხუთშაბათის გარდა.
თუ საჭირო გახდება დამატებითი გამოკვლევები, შეგვიძლია შემოგთავაზოთ 50%–იანი ფასდაკლება, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31367/sardzeve-jirkvlis-sruli-gamokvleva---gtavazobt-mamologis-ufaso-konsultacias-da-sachiroebis-shemtkhvevashi-eqoskopiur-an-mamografiul-kvlevas-50-%E2%80%93iani-fasdaklebit
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !