სისხლი შარდში - გინეკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით. ბოლომდე ვერ ვშარდავ...მაქვს წვაც..ხანდახან სისხლსაც ვამჩნევ როცა წვა მიმატებს...რის სიმპტომებია ზოგადად და რომელ ექიმს უნდა მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით,
შარდში სისხლი წარმოადგენს შარდ–სასქესო სისტემის დაავადებათა ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ სიმპტომს.
შარდში სისხლის გაჩენის 160 სხვადასხვა მიზეზია ცნობილი, ზოგიერთი მათგანი მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, დანარჩენი კი, წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებათა გამოვლინებას და მიუთითებს თერაპიის ან ცხოვრების წესის კორექციის აუცილებლობაზე.
შარდში სისხლის ერთ–ერთი გამომწვევია ცისტიტი, რომელიც არის შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთება.
ძირითადი გამომწვევია გრამ-უარყოფითი ბაქტერია-ნაწლავის ჩხირი. დაავადების მიმდინარეობა მწვავე ან ქრონიკული ხასიათისაა. მწვავე ცისტიტი ხშირად უვითარდებათ პრაქტიკულად ჯანმრთელ ქალებს, საშარდე გზების რაიმე გამოხატული პათოლოგიების გარეშე.
ცისტიტის დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანია ანამნეზის შეგროვება და კლინიკური სიმპტომების შეფასება. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა შარდის საერთო ანალიზისა და შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზის შედეგებს ემყარება. ინსტრუმენტული გამოკვლევის მეთოდებიდან აღსანიშნავია შარდის ბუშტისა და თირკმელების ექოსკოპია. ასევე მნიშვნელოვანი კვლევის მეთოდია ცისტოსკოპია, რომლის დროსაც ხდება შარდის ბუშტის ლორწოვანის დათვალიერება.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დაისმება ზუსტი დიაგნოზი და დაგენიშნებათ შესაბამისი და ინდივიდუალური მკურნალობის კურსი.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა