სისხლიანი გამონადენი ორსულობისას - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა, კითხვა მექნება გინეკოლოგთან, ვარ 13 კვირის ორსული და მქონდა ცოტა სისხლდენა.ვცხოვრობ საფრანგეთში და როდესაც სასწრაფოში მივედი ექიმმა გამიკეტა ეხოსკოპია და მითხრა რომ ყველაფერი როგზეა და პერიოდულად არის შესაძლებელი ამგვარი დენა , რისი პასუხიც არ აქვთ. ვნერვიულობ რადგან ორჯერ უკვე მომეშალა მუცელი ერთი 18 კვირაზე. რას მირჩევთ არის თუ არა საშიში?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, შეგიძლიათ, გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა ვადაზე შეიძლება შეინიშნოს სისხდენა;
  • რა იწვევს ორსულობის დროს სისხლიან გამონადენს;
  • სადიაგნოსტიკო კვლევები.

სისხლიანი გამონადენი ორსულობისას, პირველი 12 კვირის განმავლობაში, საკმაოდ ხშირი შემთხვევა და მას მრავალი მიზეზი განაპირობებს.
თუმცა, თქვენ შემთხვევაში, რაკი ნაყოფის მდგომარეობა ნორმაშია და პათოლოგია არ გამოიკვეთა, შესაძლოა, ამ ეტაპზე ამით შემოიფარგლოთ.
იმავდროულად, საჭიროა იცოდეათ, რომ გამომწვევ მიზეზებს შორის, შესაძლოა იყოს:

  • საშვილოსნოს ყელისმიერი პრობლემები;
  • ჰორმონული ფონი;
  • ცერვიკალური ინფექცია;
  • ანთებადი საშვილოსნოს ყელი;
  • წარმონაქმნები საშვილოსნოს ყელის მიდამოში.

orsulobis_vadebi

გირჩევთ, თუ თქვენი ჩივილის მიზეზი, სისხლიანი გამონადენი კვლავ გაგრძელდება, განმეორებით ეწვიოთ სპეციალისტს, გინეკოლოგს და ჩაიტაროთ მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპია და ლაბორატორიული კვლევები, ჰორმონული ფონის განსასაზღვრად.
ადეკვატურად ჩატარებული მკურნალობის პირობებში, ვაგინალური სისხლდენა/ სისხლიანი გამონადენის არსებობა, ყოველთვის არ ხასიათდება ცუდი პროგნოზული მაჩვენებლით.
მთავარია ,არ მოადუნოთ ყურადღება და დროულად მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა