კითხვა: ვარ 48 წლის.ციკლი მოწესრიგებული მაქვს.5 ივნისს დავამთავრე ციკლი ერთ კვირაში მქონდა გამონადენი სისხლიანი შეფერილობით.დიდი რაოდენობით არა.2,3 დღე. რამდენიმე დგის შემდეგ ისევ განმეორდა 1,2 დღით. ახლა აღინიშნება 2დღეა .უმნიშვნელო რაოდენობით ოდნავ შფერილი დღეში რამდენიმე წუთი. შეიძლება სერიოზული იყოს. თუ შეიძლება ციკლის დასასრულად ჩაითვალოს.
პასუხი:
მოგესალმებით,
საშვილოსნოსმიერი პათოლოგიური სისხლდენა გინეკოლოგიურ დაავადებათა საერთო სტრუქტურის დაახლოებით მეხუთედს შეადგენს.
გარდა მენსტრუალური შემთხვევისა, საშოდან ნებისმიერი სახის სისხლიანი გამონადენი პათოლოგიურად მიიჩნევა.
ამიტომ ყველა თქვენ მიერ აღწერილი შემთხვევა, მოითხოვს გინეკოლოგთან დაუყოვნებლივ ვიზიტს, დროულ დიაგნოსტირებასა და ადეკვატურ მკურნალობას.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ „საზაფხულო აქცია“ ყველაზე დაბალ ფასად, რომელიც მოიცავს:
- ექიმ–გინეკოლოგის კონსულტაცია;
- მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპია.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/ginekologia/33
თუ გსურთ, ისარგებლოთ აქციით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!