კითხვა: გამარჯობა,როგორც ვიცი არსებობს სისხლის ჯგუფის გამოსათვლელი ფორმულა და შეგიძლიათ რომ მომწეროთ? ვერსად ვერ ვნახე.ანუ კონკრეტული ფორმულა მინდა..მადლობა
პასუხი:
მოგესალმებით,
სავარაუდოდ, თქვენ გაინტერესებთ მშობლების სისხლის ჯგუფის მიხედვით, ბავშვის ჯგუფის ვარიანტების გამოთვლის ფორმულა.
რეზუს სისტემა კი ასეთია:
თუ ორივე მშობელს აქვს 0 (I) ჯგუფის სისხლი, მათ შეიძლება ეყოლოთ მხოლოდ 0 (I) ჯგუფის სისხლის მქონე შვილი. თუ ერთ-ერთ მშობელს აქვს 0 (I) ჯგუფის სისხლი, ხოლო მეორეს A (II) ჯგუფისა, მათი შვილები ან 0 (I) ჯგუფისანი იქნებიან, ან A (II) ჯგუფისანი. ანალოგიურად, თუ ერთი მშობელი 0 (I) ჯგუფის სისხლის მქონეა, ხოლო მეორე -B (III)-სი, შვილებს შეიძლება ჰქონდეთ ან 0 (I), ან B (III) ჯგუფი. თუ მშობლები A (II) და B (III) ჯგუფისანი არიან, შვილებში შეიძლება გამოვლინდეს არსებული ოთხი ჯგუფიდან ნებისმიერი -0 (I), A (II), B (III), AB (IV).
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !