სითხე დუგლასის ფოსოში - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა,ვარ24 წლის,ჰემოგლობინის ასამაღლებლად გავიკეთე ნემსი "ფერუმგელი"რომელსაც 10 დღე დღეში 2 ჯერ ვიკეთებდი,როგორც კი კურსი დავასრულე დამეწყო აუტანელი ტკივილები წინ მუხლებიდან მუცლამდე და უკანაც ზუსტად იგივე მონაკვეთში,ასევე საზარდულში გამომივიდა ლიმფური კვანძები ორივე მხარეს,ტკვილი 3 დღის მერე გამიქრა,ლიმფური კვანძები დაპატარავდა მაგარმ ჯერ ისევ მაქვს მესამე კვირა მიმდინარეობს უკვე, და ექოსკოპიიტ დუგლასის ფასოში ამეღნიშნება დაახლოებიტ 30 მლ სითხე,იქნებ მირჩიოთ რამე <3
პასუხი:

მოგესალმებით,
დუგლასის ფოსო ანატომიური ფოსოა მცირე მენჯის ღრუში, კერძოდ, საშვილოსნოსა და სწორ ნაწლავს შორის. დუგლასის ფოსოში 5 მლ-მდე სითხე, ფიზიოლოგიურად მიიჩნევა და პათოლოგიაზე არ მიუთითებს. საზოგადოდ, დუგლასის ფოსოში სითხის არსებობა ყველაზე ხშირად პოსტოვულაციურ პერიოდს ემთხვევა. მომწიფებული ფოლიკული ოვულაციის დროს სკდება და მისი შიგთავსი მცირე მენჯის ღრუში ჩაიღვრება.
დუგლასის ფოსოში არაფიზიოლოგიური ოდენობის სითხის არსებობა შესაძლოა ამა თუ იმ პათოლოგიურ პროცესზე მიუთითებდეს. ესენია:

  • გარეთა ენდომეტრიოზი;
  • საკვერცხის ცისტის აპოპლექსია (გასკდომა);
  • საკვერცხის ცისტის შემოგრეხა;
  • პელვიოპერიტონიტი;
  • ავთვისებიანი სიმსივნეები;
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი პროცესები და სხვა.

დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია. მიმართეთ მკურნალ ექიმს ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ვიზიტზე ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან, რომელიც ანამნეზის შეკრების და ობიექტური გასინჯვის შემდეგ, დაგინიშნავთ მკურნალობას.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ გინეკოლოგთან კონსულტაცია + ექოსკოპია ყველაზე დაბალ ფასად. ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/sashemodgomo-ginekologiuri-aqcia-15-larad/31556

გაცნობებთ რომ, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა