ჰიპერპროლაქტინემია - გინეკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით..პროლაქტინის ნორმა როცა წამალს (დოსტინექსი) ვსვავ იწევს დაბლა წამლის შეწყვეტის შემდეგ ისევ მატულობს და ხელს მიშლის დაორსულებაში.როგორ დავარეგულირო ეს პრობლემა? ალბათ დიდი რაოდენობით არ შეიძლება ამ წამლის მიღება რადგან ექიმი დაწევის შემთხვევაში მიკრძალავს კიდეევ მიღებას..მაგრამ ვერ ვასწრებ სამწუხაროდ დაორსულებას უკვე 1წელია.მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობი მიგვანიშნებს იმაზე ,რომ დოსტინექსის გამოყენებით პროლაქტინის დონე ქვეითდება სწრაფად და იძულებული ხდებით შეწყვიტოთ მისი მიღება ,მაგრამ ამ დროისათვის ვერ ხდება თქვენი განაყოფიერება .
სავარაუდოდ ,აქ საქმე იმასთან გვაქვს ,რომ პროლაქტინის დონის დაწევა დროში არ თანხვდება ოვულაციის პერიოდს .
როგორც მოგეხსენებათ ,ქალის განაყოფიერება ყოველთვის არ არის შესაძლებელი .არსებობს კვერცხუჯრედების მომწიფების ციკლურობა და თუ სქესობრივი კავშირი ტარდება მომწიფებული კვერცხუჯრედების არსებობისას ,მაშინ არის მხოლოდ შესაძლებელი დაორსულება.
აქედან გამომდინარე ,თქვენ უნდა დაიცვათ გარკვეული ვადები კერძოდ :
თქვენ იცით ,წინა მკურნალობების დროს,რა დოზირებით და რა პერიოდში ,ანუ რამდენ დღეში დაქვეითდა პროლაქტინი .
თქვენ ასევე იცით ,ან გინეკოლოგთან ერთად უნდა გამოთვალოთ ,თქვენი ოვულაციის პერიოდი .
შესაბამისად, დოსტინექსის მიღება უნდა დაიწყოთ იმდენი დღით ადრე ,რამდენიც საჭირო იქნება პროლაქტინის სასურველ დონემდე დასაქვეითებლად და ოვულაციის პერიოდის დაწყებასთან თანხვედრაში .
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე რომელიც მიმდინარეობს ყოველ სამშაბათსა და შაბათს, წინსწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა