მოგესალმებით,
ჩვენი კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია ამერიკული კომპანიის Varian-ის თანამედროვე და დახვეწილი, 2018 წლის სხივური ამაჩქარებლებით Truebeam-ით და Vitalbeam–ით. ყოველი პაციენტისთვის დაგეგმარება და მკურნალობა სრულდება უმაღლესი ხარისხით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
რადიოთერაპიის ჩატარება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და აუცილებელია განხილულ იქნას ინდივიდუალურად, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, თუმცა ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ტარდება თუ აკმაყოფილებს შემდგომ პოსტულატს: მკურნალობის აგრესიულობა არ უნდა აღემატებოდეს დაავადების აგრესიულობას.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხივური ამაჩქარებლები წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია „ვარიანის“ ორ უახლეს, კლინიკურად ეკვივალენტურ ტყუპ ამაჩქარებელს. მათი მეშვეობით შესაძლებელია ჩატარდეს მკურნალობა მსოფლიოში არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.
ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით იგი ხასიათდება ადგილობრივი მოქმედებით, რის გამოც სისტემური გვერდითი მოვლენები არ გვხვდება.
ქირურგიისგან განსხვავებით კი გარეგანი სხივური თერაპია არაინვაზიურია, არ საჭიროებს ანესთეზიას (განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი გამოყენებისას ხდება სამიზნე ორგანოს შენარჩუნება.
საიმობილიზაციო აღჭურვილობის გამოყენებით, დასხივების დროს, პაციენტი იმყოფება კტ სიმულაციისთვის განსაზღვრულ პოზიციაში. მის გარშემო ბრუნავს სამკურნალო აპარატი და ყოველგვარი კონტაქტის გარეშე ასხივებს სასურველ, სამიზნე მოცულობას.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!