სპინალური სტენოზი - ნეიროქირურგია

კითხვა: სპინალური სტენოზი, გულმკერდის გასწვრივ მე12 მალასთან ნერვული დაბოლოებები არ არი დაზიანებული. არის თუ არა მიზეზი ფეხის თითებში ძალის დაკარგვის სიარულის დროს. და კიდევ რომელ ორგანოზე გამოიწვევს დროთა განმავლობაში დაზიანებას თუ პროგრესი განვითარდა.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • რა არის სტენოზი;
  • რა იწვევს სტენოზს;
  • სტენოზის სიმპტომები;
  • სპინალური სტენოზის გართულება.

სპინალური სტენოზი ხერხემლის სვეტის შევიწროებაა, რომელიც ზურგის ტვინზე ან ნერვებზე ზეწოლას იწვევს.
ამას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორისაა:

  • ხერხემლის მალათაშუა დისკოების გამოშრობა;
  • ფორმის შეცვლა და გამოდრეკა;
  • ძვლებისა და იოგების გასქელება;
  • დისკოს თიაქარი;
  • ტრავმა.

სტენოზის სიმპტომები ძალიან ნელა ხდება შესამჩნევი. მდგომარეობა კი, თანდათან უარესდება.
სიმპტომები უმეტესად ცალმხრივადაა გამოხატული, იშვიათად კი სხეულის ორივე მხარეს მოიცავს.
პათოლოგიაზე შესაძლოა მიუთითებდეს ზურგის, დუნდულების, თეძოების, წვივების, კისრის, მკლავების დაბუჟება, კრუნჩხვა, ტკივილი ან კუნთოვანი სისუსტე.
სტენოზის სიმპტომები აღმოცენდება ან მძიმდება დგომისა და სიარულის დროს, დაჯდომის ან დახრის შემთხვევაში კი ხშირად სუსტდება ან ქრება.

spinaluri_stenozi

სტენოზის დროს ადამიანთა უმეტესობას დიდხანს სიარული არ შეუძლია.
შესაბამისად, დიახ შესაძლოა, სიარულის დროს ფეხის თითებში ძალის დაკარგვა სპინალური სტენოზიდან გამომდინარეობდეს.
დაზიანება და პროგრესირება გამოიწვევს ნერვული ფესვების კომპრესიას (მიჭყლეტას) ძვლოვან არხში, რაც გამოიხატება ძლიერი ტკივილებით, როგორც წელის, გავა–კუდუსუნისა და დუნდულების, ისე ქვემო კიდურების მიდამოში.
მკურნალობის მეთოდის დასაგეგმარებლად აუცილებელია სპინალური სტენოზის ხარისხის ზუსტი შეფასება.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც დახმარებას გაგიწევთ ჩვენი კლინიკის ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ეგუტიძე.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა